Accentnews.ge
„უბრალოდ დააჩქარა“ – ღარიბაშვილი საბანაძის გადადგომას აფასებს

„უბრალოდ დააჩქარა“ – ღარიბაშვილი საბანაძის გადადგომას აფასებს

25/03/2021 11:30:50 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ ნატალია საბანაძის ელჩის თანამდებობიდან გადადგომა დამატებით განმარტებებს არ საჭიროებს, რადგან ის ისედაც გეგმავდა სისტემიდან წასვლას.

„მე ინფორმაცია მოვისმინე საგარეო საქმეთა მინისტრისგან – ბატონი ზალკალიანისგან, რომ ელჩი საბანაძე სისტემიდან წასვლას აპირებდა ზაფხულში, მან უბრალოდ დააჩქარა გადადგომა. ამის თაობაზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ძალიან ნათელი განმარტება და აღნიშნული საკითხი დამატებით განმარტებას არ საჭიროებს“,– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალია საბანაძემ თანამდებობა 21 მარტს დატოვა.

მოგვიანებით საბანაძემ ფრანგულ Le Monde–სთან საუბრისას ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი ნატალია საბანაძე ადასტურებს, რომ "ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებასთან უთანხმოება ჰქონდა".

"ჩვენი ყველა ლიდერი აცხადებს, რომ პროევროპელია. თუმცა თქმა საკმარისი არ არის, უნდა ვიყოთ" – განაცხადა საბანაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S