Accentnews.ge
არასამთავრობო ორგანიზაციები: "სასურველია, საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიეწოდოს ევროპული შუამავლობის პროცესზე"

არასამთავრობო ორგანიზაციები: "სასურველია, საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიეწოდოს ევროპული შუამავლობის პროცესზე"

25/03/2021 14:15:37 პოლიტიკა

არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკავშირის მედიაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ მიესალმებიან ევროკავშირის და აშშ-ის ჩართულობას ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პროცესში.

მათი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის როლი ხელისუფლებასა და ოპოზიციურ ძალებს შორის მედიაციის პროცესის წარმართვაში.

ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ დასაფასებელია, რომ საქართველოში პირველი ვიზიტის დაწყებისთანავე, დანიელსონი შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და მოისმინა მათი ხედვა, თუ როგორ უნდა განიმუხტოს ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი. ასევე, მათი თქმით, სპეციალური წარმომადგენლის დახმარებითა და ძალისხმევით, პოლიტიკურმა ძალები დაუბრუნდნენ მოლაპარაკების პროცესს და გამართეს შეხვედრების სერია:

“სამწუხაროდ, ბატონი დანიელსონის აქტიური ჩართულობის მიუხედავად, მხარეთა შორის კონსესუსის მიღწევა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ხელმომწერი ორგანიზაციები, სინანულს გამოვთქვამთ, რომ მედიაციის პროცესში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და საზოგადოებისთვის ნაკლებად გამჭვირვალეა. აღნიშნული კი, საშუალებას აძლევს როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, შეთანხმების მიუღწევლობა ერთმანეთს გადააბრალონ” – აცხადებენ NGO-ები.

განცხადების ავტორების თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირი აგრძელებს მხარეებს შორის მედიაციას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები გამოთქვამენ სურვილს, მიუკერძოებელ და ნეიტრალურ მედიატორთა მხრიდან, საზოგადოებას მიეწოდოს მეტი ინფორმაცია უშუალოდ მედიაციის პროცესის, ამ პროცესში პოლიტიკური ძალების პასუხისმგებლობისა და შედეგების შესახებ.

განცხადების ავტორები მიიჩნევენ რომ, მედიაციის ამგვარად წარმართვა, ხელს შეუწყობს მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას და მოხდება დამატებით სპეკულაციებს, დეზინფორმაციისა და ანტიევროპული ნარატივების გაძლიერების თავიდან აცილება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე – მის საზღვრებს გარეთ.

განცხადებას ხელს აწერენ: ადამიანის უფლებათა ცენტრი;კავშირი საფარი (HRHT); ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის; ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო; ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); უფლებები საქართველოდემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD) და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF).

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S