Accentnews.ge
თბილისი ფანიაშვილის ბრალდებას "უსაფუძვლოს" უწოდებს და აცხადებს, რომ რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულ დიპლომატს 2 ალტერნატიული თანამდებობა შესთავაზეს, რაზეც უარი განაცხადა

თბილისი ფანიაშვილის ბრალდებას "უსაფუძვლოს" უწოდებს და აცხადებს, რომ რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულ დიპლომატს 2 ალტერნატიული თანამდებობა შესთავაზეს, რაზეც უარი განაცხადა

25/03/2021 14:25:52 პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რატომ გათავისუფლდა თანამდებობიდან გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი გიორგი ფანიაშვილი.

როგორც საგარეო უწყებაში "აქცენტს" განუცხადეს, "გიორგი ფანიაშვილს შეეხო საგარეო საქმეთა სამინისტროში 2020 წლის დეკემბერში გამოცხადებული რეორგანიზაცია, რომლის თანახმადაც საზღვარაგრეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მოხდა საკადრო ერთეულების ოპტიმიზაცია, რომლის თანახმადაც. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირალნდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოში ის დიპლომატიური პოზიცია, რომელიც ეკავა გიორგი ფანიაშვილს გაუქმდა".

ამასთან, საგარეო უწყების ცნობით, აღნიშნულის შემდეგ გიორგი ფანიაშვილს ორი ალტერნატიული თანამდებობა შესთავაზეს, რაზეც მან უარი განაცხადა.

"აღსანიშნავია, რომ რეორგანიზაცის შედეგად ასევე გაუქმდა საზღვარაგერთ საქართველოს სხვა დიპლომატიურ მისიებში საერთო ჯამში 9 თანამდებობა. რეორგანიზაციის შესახებ, გიორგი ფანიაშვილის ეცნობა ერთი თვით ადრე, ხოლო „პროფესიული მოხელის მობილობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის 199 დადგენილების შესაბამისად მისთვის შეთავაზებულ იქნა სისტემაში (კერძოდ დიპლომატიურ მისიებში) ორი ალტერნატიული თანამდებობის დაკავება, რაზეც გიორგი ფანიაშვილმა უარი განაცხადა", – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

რაც შეეხება გიორგი ფანიაშვილის მიერ უწყების მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს, რომლის თანახმად, იგი სამსახურიდან განსხვავებული მოსაზრებებისა და კრიტიკული სტატიების დაწერის გამო გაათავისუფლეს, საგარეო უწყებაში აღნიშნულ ბრალდებას "უსაფუძვლოს" უწოდებენ.

"რაც შეეხება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ უწყების მისამართით თანამშრომლის უსაფუძვლო ბრალდებას, აღსანიშნავია, რომ გიორგი ფანიაშვილი რეგულარულად თანამშრომლობს სხვადასვხა ონლაინ-საინფორმაციო საშუალებებთან და რეგულარულად აქვეყნებს სტატიებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე, რა დროსაც მას არ ჰქონია წინააღმდეგობა უწყების მხრიდან. შესაბამისად ფაქტები ცხადყოფს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო პატივს სცემს და იცავს უწყების ყველა თანამშრომლის გამოხატვის და სიტყვის თავისუფლებას პროფესიული საქმიანობის წესების დაცვის ფარგლებში", – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის: გიორგი ფანიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ იგი სამსახურიდან განსხვავებული მოსაზრებებისა და კრიტიკული სტატიების დაწერის გამო გაათავისუფლეს.

"ფიქრის, მოსაზრების ქონის, აზრის გამოხატვის, წერის, დისკუსიის თავისუფლებები ეს ის თავისუფლებებია, რომლებიც უკეთესი, ევროპული მომავლის ვაგონს უნდა აგორავებდნენ. ამ თავისუფლებების მოვლა და გაფრთხილება ევროპული საქმის განუყოფელი ნაწილია. ეს თავისუფლებები არ უნდა გახდეს სისტემური თავდასხმების საგანი მითუმეტეს ისეთი უწყების მხრიდან, როგორიც საგარეო საქმეთა სამინისტროა, მითუმეტეს არ უნდა გახდეს ადმინისტრაციული წარმოების/შევიწროების, დისკრიმინაციისა და რეორგანიზაციის ჩატარების საფუძველი", - წერს გიორგი ფანიაშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S