Accentnews.ge
"თუ გახარია გამოვა პოლიტიკურ სცენაზე, იგი ჩვენი რეალური ოპოზიცია იქნება"

"თუ გახარია გამოვა პოლიტიკურ სცენაზე, იგი ჩვენი რეალური ოპოზიცია იქნება"

25/03/2021 15:10:51 პოლიტიკა

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ყოფილი პრემიერ–მინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების საკითხს ეხმიანება და აცხადებს, "თუ გახარია გამოვა პოლიტიკურ სცენაზე, იგი ჩვენი რეალური ოპოზიცია იქნება".

მისი თქმით, "გიორგი გახარია არ არის ქართული ოცნების, ბიძინა ივანიშვილის პროექტი".

"გახარია არის ჩვენი გუნდის ყოფილი წევრი, პრემიერმინისტრი. ჩვენ ვიყავით მისი ხელმძღვანელობის ქვეშ წარმატებული გუნდი, და ასედადაც დავრჩებით მის გარეშე. მისი წასვლა ჩემთვის იყო ძალიან დასანანი, ძალიან გასაკვირი და მე ეს პირადადაც ვუთხარი: "ეს რა ქენით ბატონო გიორგი, ეს არ ვარგა", - განაცხადა წულუკიანმა.

ამასთან, წულუკიანი მიიჩნევს, რომ გახარიას პოლიტიკაში დაბრუნება "ქართული ოცნებისთვის" დამაზიანებელი არ იქნება.

"მისი დაბრუნება, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩვენი გუნდისთვის დამაზიანებელი არ არის. რატომ არის ეს მისთვის კარგი, ამაზე მე, როგორც პოლიტიკაში მყოფ ერთ ადამიანს, კითხვის ნიშანი მაქვს. ეს კითხვა ვერ დავუსვი, რადგან არ მოგვეცა ამის შესაძლებლობა. რატომ არის ეს მისთვის კარგი, მე არ მესმის. იმედია მან იცის რას აკეთებს. მაღალპროფესიონალი ადამიანია და თუ ის გამოვა პოლიტიკურ სცენაზე, ის იქნება ჩვენი რეალური ოპოზიცია. სხვა ოპოზიციებისგან განსხვავებით, გარკვეული ბენეფიტიც ექნება - გუნდს იცნობს ძალიან კარგად. სხვებზე, რომ არ ვილაპარაკო, მე მისი ხელმძღვანელობის დროს ვიყავი ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი და მან კარგად იცის სად არის ჩემი სიძლიერე და სად არის ჩემი სისუსტე, მაგრამ მეც ვიცი სად არის მისი სიძლიერე და სად სისუსტე. პირადად ჩემთვის, ეს იქნება საინტერესო ოპონირების პროცესი, რამდენად დამთავრდება ეს მისი გამარჯვებით, ამაში ძალიან დიდი ეჭვი მეპარება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S