Accentnews.ge
"ქართული ოცნება“ “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების განხორციელებას გეგმავს

"ქართული ოცნება“ “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების განხორციელებას გეგმავს

25/03/2021 16:12:42 პოლიტიკა

"ქართული ოცნება“ “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების განხორციელებას გეგმავს.

როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, კანონპროექტი 24 მარტს ოფიციალურად დარეგისტრირდა და 29 მარტს, ინიცირებისათვის ბიუროს სხდომაზე გავა.

ოხანაშვილის თქმით, მომზადებული ცვლილებები "ვენეციის კომისიის" რეკომენდაციებს ეყრდნობა. პროექტის გათვალისწინებით, დამატებით, შემდეგნაირად დარეგულირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის საკითხები:

  • გაუქმდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული ნახევრად ღია კენჭისყრის წესი და კენჭისყრები იქნება ღია. შესაბამისად, საზოგადოებისათვის ცნობილი იქნება ინფორმაცია საბჭოს წევრების მიერ მოსამართლეობის კანდიდატების შეფასებისა და კენჭისყრაში ხმის მიცემის შესახებ.
  • საბჭოს მიერ კანდიდატების შერჩევას და პარლამენტისათვის წარდგენას საფუძვლად დაედება კანდიდატების შეფასებისას მათ მიერ დაგროვებული ქულები, რაც ნიშნავს ე.წ. “სარეიტინგო სიის’’ ფორმირებას. შედეგად, საბჭოს გადაწყვეტილებით, პარლამენტს ასარჩევად წარედგინება მხოლოდ საუკეთესო შეფასების მქონე მოსამართლეობის კანდიდატები.
  • ასევე გათვალისწინებულია საბჭოს წევრის მიერ კენჭისყრისას დაფიქსირებული ნებისმიერი პოზიციის დასაბუთების ვალდებულება, მიუხედავად იმისა, საბჭოს წევრი დაუჭერს თუ არა კანდიდატს მხარს.

ოხანაშვილის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებით, გათვალისწინებულია კანდიდატის მიერ გასაჩივრების შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ხელახალი გადაწყვეტილების ერთჯერადად გასაჩივრების შესაძლებლობა.

ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტზე მოსაზრების მომზადების თხოვნით კომისიას 22 სექტემბერს მიმართა, თუმცა პასუხს არ დაელოდა და 30 სექტემბერს პროექტი მესამე მოსმენით მიიღო, რაზეც "ვენეციის კომისიამ" წუხილი გამოთქვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S