Accentnews.ge
დარსალია – რუდენკოს განცხადებაზე: "საქართველოს აქვს ორი "წითელი ხაზი": ტერიტორიული მთლიანობა და ევროპული/ევროატლანტიკური ინტეგრაცია"

დარსალია – რუდენკოს განცხადებაზე: "საქართველოს აქვს ორი "წითელი ხაზი": ტერიტორიული მთლიანობა და ევროპული/ევროატლანტიკური ინტეგრაცია"

25/03/2021 18:27:24 პოლიტიკა

"საქართველოს აქვს ორი "წითელი ხაზი". ეს არის ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ეს ის "წითელი ხაზებია", რომლიდანაც გადახვევას საქართველო არ აპირებს", – ასე ეხმიანება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ანდრეი რუდენკოს განცხადებას.

"მინდა, ხაზი გავუსვა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც თავის სახელს არქმევს ყველაფერს. თავის სახელს არქმევს ოკუპაციას, ეთნიკურ წმენდას და მასზე პასუხისმგებელ ძალას. ეს არ არის პირველი საკითხში, რაშიც ჩვენი პოზიციები რადიკალურად განსხვავდება, თუმცა რუსეთის ასეთი განცხადება პირიქით მიანიშნებს რამდენად მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება. რაც შეეხება ევროპულ არჩევანს არის ცალსახა და პირდაპირ. საქართველოს გააჩნია ორი წითელი ხაზი – ეს არის ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ეს ის წითელი ხაზებია, რომლიდანაც გადახვევას საქართველო არ აპირებს“, – განაცხადა, "პირველი არხის" ცნობით, ლაშა დარსალიამ.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ ჟენევაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "საქართველოს სურვილი, გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი, გაუმართლებელი არჩევანია, ის მოიტანს მეტ ესკალაციას, დაძაბულობასა და გაურკვევლობას რეგიონში".

შეგახსენებეთ, რომ ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი, 52-ე რაუნდი იმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S