Accentnews.ge
"მედიაციის პირველმა რაუნდმა იმედგაცრუება გამოიწვია. ახლა ყველა პოლიტიკური ლიდერის ერთად დაჯდომის დროა"

"მედიაციის პირველმა რაუნდმა იმედგაცრუება გამოიწვია. ახლა ყველა პოლიტიკური ლიდერის ერთად დაჯდომის დროა"

26/03/2021 08:41:10 პოლიტიკა

"მედიაციის პირველმა რაუნდმა იმედგაცრუება გამოიწვია. ახლა ყველა პოლიტიკური ლიდერის ერთად დაჯდომის დროა", – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

"საიდუმლო არ არის, თუ ვიტყვით, რომ მედიაციის პირველმა რაუნდმა იმედგაცრუება გამოიწვია, იმ თვალსაზრისით, რომ ვერ იყო მიღწეული შეთანხმება. ახლა დანიელსონი კიდევ ერთხელ ჩამოდის საქართველოში და განრიგის შესახებ ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. იგი ჩამოვა, რომ ნახოს, ჯერ კიდევ არის თუ არა მხარეებს შორის საერთო პოზიციის გამონახვის შესაძლებლობა. ახლა ყველა მხარის მიერ ხანგრძილივი და აქტიური ფიქრის დროა საწყის პოზიციებთან დაკავშირებით, რათა მხარეებმა ნახონ, არის თუ არა შესაძლებელი, იყვნენ ფართო შათანხმების ნაწილი. მინდა გითხრათ, რომ ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ ეს არის მისია და ახლა ყველა პოლიტიკური ლიდერის ერთად დაჯდომის დროა. ვფიქრობ, რომ არის შეთანხმების მიღწევის რეალური შესაძლრებლობა იმ შემთხვევაში, თუ იქნება გულწრფელი სურვილი ყველა მხრიდან, რათა გადაიდგას საჭირო ნაბიჯები მისაღები შედეგისკენ", – განაცხადა ელჩმა.

ცნობისთვის: 22 მარტს ცნობილი გახდა, რომ ევროპული კომისიის პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის ჩართულობით საქართველოს მმართველ და ოპოზიციურ პარტიებთან დიალოგი კვლავ განახლდება. დანიელსონმა, რომელიც თბილისში კრიზისის განმუხტვის მიზნით შეხვედრებს ერთი კვირის განმავლობაში მართავდა, ქვეყანა 19 მარტს მას შემდეგ დატოვა, რაც მედიაციის პროცესი შედეგის გარეშე დასრულდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S