"მსოფლიოში, ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის გარდა სხვა არავინ დარჩა, ვინც ოპოზიციას არ მოუწოდა, საპარლამენტო მანდატები აიღონ და პარლამენტში შევიდნენ"
26/03/2021 08:02:05 პოლიტიკა
"მსოფლიოში, ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის გარდა სხვა არავინ დარჩა, ვინც ოპოზიციას არ მოუწოდა, საპარლამენტო მანდატები აიღონ და პარლამენტში შევიდნენ, არ მესმის, ასეთ დროს გაჯიუტება რაში ჯდება და რა პოლიტიკაა", - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
„მზად ვართ, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს, თუკი არჩევნები გაყალბდა. დღეს არჩევნების გაყალბებაზე აღარ ლაპარაკობენ, რადგან ცხადია, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. ამას აღიარებს ჩვენი ყველა პარტნიორი, სადამკვირვებლო ორგანიზაცია. რაც შეეხება პატიმრებს, ნიკა მელიას გათავისუფლება ერთი წუთის საქმეა და გასაღები პირადად მის ხელშია. გადაიხდის გირაოს და გამოვა გარეთ“, - აცხადებს სუბარი.


