დანიელსონი პოლიტიკურ პარტიებს შორის მედიაციის პროცესს 29 მარტს განაახლებს
26/03/2021 10:00:44 პოლიტიკა
ევროპელი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის მედიაციის პროცესს 29 მარტს განაახლებს.
საქართველოში ევროკავშირის საელჩო ცნობით, იგი თბილისს სავარაუდოდ, 28 მარტს ეწვევა.
ევროპელი დიპლომატი საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მედიაციის მიზნით უკვე მეორედ ჩამოდის. დანიელსონმა, რომელიც თბილისში კრიზისის განმუხტვის მიზნით შეხვედრებს ერთი კვირის განმავლობაში მართავდა, ქვეყანა 19 მარტს მას შემდეგ დატოვა, რაც მედიაციის პროცესი შედეგის გარეშე დასრულდა.


