Accentnews.ge
„ერთად დავბრუნდებითო“ – ახვლედიანი გახარიას კონტექსტში ივანიშვილთან საუბრის ეპიზოდს იხსენებს

„ერთად დავბრუნდებითო“ – ახვლედიანი გახარიას კონტექსტში ივანიშვილთან საუბრის ეპიზოდს იხსენებს

26/03/2021 13:17:16 პოლიტიკა

„ევროპული საქართველოს“ წევრი არმაზ ახვლედიანი დარწმუნებულია, რომ ექს–პრემიერი გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის „სათადარიგო მოთამაშეა“ და არგუმენტად საკუთარი გამოცდილება მოჰყავს.

„ჩემთვის, ეს 95%–ით სათადარიგო ვერსიაა. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ 2015 წელს, როდესაც მე და ბატონი ივანიშვილი ერთმანეთს დავემშვიდობეთ, მაშინ იყო სწორედ სათადარიგო ვარიანტზე საუბარი“,– განაცხადა ახვლედიანმა „ტვ პირველის“ ეთერში.

კითხვაა, სთავაზობდა თუ არა მას ივანიშვილი, წასულიყო ოპოზიციაში და ყოფილიყო სათადარიგო მოთამაშე, ახვლედიანმა უპასუხა:

„რადგან მკითხეთ, გიპასუხებთ – დიახ, ასე იყო. საუბარი იყო იმაზე, რომ განვრიდებოდი ჯგუფს, რომელიც ყველაზე ცუდი სიტყვებით მოიხსენია – მაშინდელი მმართველობა (ძალიან ცუდი სიტყვებით მოიხსენია, რომელსაც არ გავიმეორებ). მითხრა, „განერიდე, იმიტომ, რომ შენ ახლა ისინი გაზიანებენ და მერე დავბრუნდებით ერთად, მე თუ არა, შენ მაინცო“. ჩემი კითხვა იყო ისეთი, რომ ამის შემდეგ მას ჩემთან საუბრის სურვილი დაეკარგა: ვკითხე, არსებითად იქნებოდა თუ არა გუნდი და მიდგომები შეცვლილი? მას ეს არ მოეწონა. ერთი სიტყვით, გახარიას ამბავი ჩემთვის ნათელია: ადამიანი, რომელსაც ერთხელაც არაფერი უთქვამს დემოკრატიის, სამართლიანობის თაობაზე და მისთვის კრიტიკულ მომენტში მიიღო გადაწყვეტილება... 95%–იანი ალბათობით ვამბობ, რომ ის ივანიშვილის სათადარიგო მოთამაშეა“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S