თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ თანამდებობები დატოვეს
26/03/2021 13:26:58 პოლიტიკა
თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარემ ნინო ჯანელიძემ და მისმა მოადგილემ ნოდარ ფანჩულიძემ თანამდებობები დატოვეს.
არსებული ინფორმაციით, ორივე საჯარო მოხელე თანამდებობებიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა.
ნინო ჯანელიძე საკრებულოს თავმჯდომარედ 2017 წელს დაინიშნა. იგი თერჯოლა-ტყიბულის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის კადრი იყო.


