კალაძე აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ აქტიურობს
26/03/2021 17:02:52 პოლიტიკა
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ აქტიურობს.
როგორც კალაძე საკუთარ "ფეისბუქზე" წერს, ის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში სამედიცინო კვლევებს იტარებს.
“მეგობრებო, უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად.
თავს ვალდებულად ვთვლი, მოგაწოდოთ ინფორმაცია: დამიდასტურდა ვერტებრო- ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში და ვაგრძელებ მკურნალობას. მინდოდა, ეს ინფორმაცია ჩემგან მიგეღოთ. შეხვედრამდე", – წერს კალაძე.


