"ფაქტი ერთია - 150 ბავშვი გახარებულია, მათი ოჯახები კმაყოფილია იმით, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი მათ ყოველდღიურობად იქცა"
27/03/2021 19:28:10 პოლიტიკა
ფაქტი ერთია - 150 ბავშვი გახარებულია, მათი ოჯახები კმაყოფილია იმით, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი მათ ყოველდღიურობად იქცა,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი, დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ვოლსკი დიდუბის გამგეობის მიერ, თბილისის მერიასთან ერთად განხორციელებულ სოციალურ პროექტს, რითაც გამგეობა საფეხბურთო კლუბ დიდუბეს დაეხმარა.
ვიცე-სპიკერის თქმით, დღეს ეს ახალგაზრდები ღირსეული და ამაყი მონაწილეები არიან მესამე ლიგის, რაც საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა სპორტულ საზოგადოებაში.
პროექტის ფარგლებში კლუბს ყველა საჭირო ინვენტარი უსასყიდლოდ გადაეცა. სოციალური პროექტი ახალგაზრდებში სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულატიზაციას ისახავს მიზნად და გათვლილია დევნილი, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებაზე.


