Accentnews.ge
"კრიზისის მოგვარებაში პასუხისმგებლობა არა ევროკავშირზე, არამედ ადგილობრივ პოლიტიკურ ლიდერებზეა. მათ უნდა მონახონ კომპრომისი, რომელიც არის ევროპული გზა"

"კრიზისის მოგვარებაში პასუხისმგებლობა არა ევროკავშირზე, არამედ ადგილობრივ პოლიტიკურ ლიდერებზეა. მათ უნდა მონახონ კომპრომისი, რომელიც არის ევროპული გზა"

28/03/2021 18:00:06 პოლიტიკა

"კრიზისის მოგვარებაში პასუხისმგებლობა არა ევროკავშირზე, არამედ ადგილობრივ პოლიტიკურ ლიდერებზეა. მათ უნდა მონახონ კომპრომისი, რომელიც არის ევროპული გზა", – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენლმა კრისტიან დანიელსონმა განაცხადა.

"მინდა, გითხრათ, რომ ევროკავშირი ძალიან აქტიურად არის ჩართული იმაში, რომ საქართველოს დაეხმაროს ამ კრიზისის მოგვარებაში. ამაზე პასუხისმგებლობა არა ევროკავშირზე, არამედ ადგილობრივ პოლიტიკურ ლიდერებზეა. მგონია, რომ წინა მისიამ, რომელიც განხორციელდა, მოგვცა საკითხების გაცნობის საშუალება. ყველა ის პოლიტიკური ლიდერი, რომელიც იყო პროცესში ჩართული, მათ კარგად იციან მეორე მხარის აზრები და იციან რისი გაკეთებაა საჭირო, რომ შეთანხმებამდე მივიდნენ. მათ უნდა მონახონ კომპრომისი და წინ წავიდნენ. მე და ჩემი გუნდი ამაში უნდა დავეხმაროთ. ყველაფერს გავაკეთებთ, ამ დახმარების თვალსაზრისით. კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი, კომპრომისი არის სიძლიერის ნიშანი, კომპრომისი არის დემოკრატიის ნიშანი და კომპრომისი არის ევროპული გზა", - განაცხადა დანიელსონმა.

დანიელსონი მოლაპარაკებების პროცესს 29 მარტიდან განაახლებს.

ევროპელი დიპლომატი საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მედიაციის მიზნით უკვე მეორედ ჩამოვიდა. დანიელსონმა, რომელიც თბილისში კრიზისის განმუხტვის მიზნით შეხვედრებს ერთი კვირის განმავლობაში მართავდა, ქვეყანა 19 მარტს მას შემდეგ დატოვა, რაც მედიაციის პროცესი შედეგის გარეშე დასრულდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S