კრისტიან დანიელსონი ხვალ ირაკლი ღარიბაშვილსა და სალომე ზურაბიშვილს შეხვდება
28/03/2021 19:54:08 პოლიტიკა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ხვალ პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შეხვდება.
როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, პრემიერთან შეხვედრა 09:00 საათზე დაიწყება, რის შემდეგაც კრისტიან დანიელსონი სალომე ზურაბიშვილთან გამართავს შეხვედრას.
ხვალვე დაგეგმილია ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრაც.
დანიელსონი საქართველოში გუშინ, 27 მარტს დაბრუნდა და სამი დღის განმავლობაში დარჩება.


