Accentnews.ge
კრისტიან დანიელსონი ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება

კრისტიან დანიელსონი ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება

29/03/2021 05:09:33 პოლიტიკა

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება. შეხვედრა მთავრობის ადმინსტრაციაში რამდენიმე წუთის დაიწყო.

პრემიერთან აუდიენციის დასრულების შემდეგ დანიელსონი უკვე ათონელის რეზიდენციაში გადაინაცვლებს, სადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდება.

აღსანიშნავია, რომ პრემიერთან და პრეზიდენტთან შეხვედრები წინ უსწრებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრას, რომელიც რამდენიმე საათში გაიმართება.

ცნობისთვის: კრისტიან დანიელსონი კვირას, 28 მარტს უკვე შეხვდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და მათგან კრიზისის დაძლევის გზებზე პოზიცია მოისმინა. შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დგენანი ესწრებოდნენ. დანიელსონი საქართველოში 27 მარტს დაბრუნდა და სამი დღის განმავლობაში დარჩება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S