Accentnews.ge
იურისტების და უფლებადამცველების ჯგუფი მედიაციაში მონაწილე მხარეებს მიმართავს

იურისტების და უფლებადამცველების ჯგუფი მედიაციაში მონაწილე მხარეებს მიმართავს

29/03/2021 07:50:01 პოლიტიკა

იურისტების და უფლებადამცველების ჯგუფი მედიაციის პროცესში მონაწილე ხელისუფლებას, ოპოზიციურ პარტიებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორი ქვეყნების ელჩებს მიმართავენ. ჯგუფი აცხადებს, მედიაციის პროცესი უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა შეთანხმება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე შედგეს.

"იმის გათვალისწინებით, რომ,

  • დამოუკიდებელი სასამართლოს არ არსებობა არის ქვეყანაში მიმდინარე სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის გამომწვევი ერთ ერთი მთავარი ფაქტორი. დღემდე საქართველოში სასამართლო რეფორმა განხორციელდა ზედაპირულად, მართლმსაჯულების სისტემაში არსებული სიღრმისეული პრობლემების სათანადო შესწავლისა და გამომწვევი მიზეზების ანალიზის გარეშე;
  • ქვეყანაში დამკვიდრდა პოსტსაბჭოური და პოლიტიკურად მიკერძოებული სასამართლო სისტემა და მართლმსაჯულების მიმართ მოსახლეობის უნდობლობა;
  • კანონმდებლობის გაუმჯობესების და გარკვეულწილად წინგადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, სასამართლო სისტემაში დამკვიდრდა კლანური მმართველობა, რაც იმას ნიშნავს რომ მოსამართლეთა ვიწრო, მონოლითური ჯგუფი ცენტრალიზებულად და არაფორმალურად აკონტროლებს მართლმსაჯულებას

მივმართავთ, პოლიტიკურ აქტორებს და ვითხოვთ მედიატორი პირების და ორგანიზაციების დახმარებას რომ:

  • შედგეს შეთანხმება სასამართლოში არაჯანსაღი გავლენების სისტემური მიზეზების დადგენის, მათი აღმოფხვრის და სამომავლო პრევენციის მიზნით ეფექტიანი და არაფრაგმენტული სასამართლო რეფორმის გატარების შესახებ.
  • შეთანხმების რეალურად შესრულების და სასამართლო რეფორმის სანდო პროცესის უზრუნველსაყოფად, ხელისუფლების, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების მონაწილეობით შეიქმნას სარეფორმო ჯგუფი რომელიც შეისწავლის მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ მდგომარეობას, წარმოადგენს არსებული ვითარების სიღრმისეულ ანალიზს, რომლის საფუძველზე მიღებული რეკომენდაციები ფართო პოლიტიკური კონსესუსით იქნება მიღებული და განხორციელებული".

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წევრები:

კახა წიქარიშვილი;ეკა ციმაკურიძე;მაია ბაქრაძე;უჩა ნანუაშვილი;თამარ ლალიაშვილი;ბესიკ ლოლაძე;თამარ გეგელია;ხათუნა გრიგალაშვილი;ირაკლი შავაძე;ირაკლი კორძახია;ნათია ქუთათელაძე;ბესიკ სისვაძე;ირაკლი გაბრიჩიძე;ლია მუხაშავრია;თეა ხამხაძენაზი ჯანეზაშვილი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრიგურამ იმნაძე - ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი.ალეკო ცქიტიშვილი - ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S