კრისტიან დანიელსონი სალომე ზურაბიშვილს ხვდება
29/03/2021 08:56:05 პოლიტიკა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდება. შეხვედრა ორბელიანების სასახლეში იმართება.
მანამდე, დანიელსონი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. დღის მეორე ნახევარში კი შეხვედრებს გამართავს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს დაბრუნდა. დანიელსონმა გუშინ შეხვედრები გამართა საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.


