Accentnews.ge
"სწორი იქნება, რომ გარკვეული საკითხები განსაჯაროვდეს და საზოგადოებამ შეაფასოს, ვინ იყო მტყუან-მართალი და რა იყო მოლაპარაკების მაგიდაზე რეალურად"

"სწორი იქნება, რომ გარკვეული საკითხები განსაჯაროვდეს და საზოგადოებამ შეაფასოს, ვინ იყო მტყუან-მართალი და რა იყო მოლაპარაკების მაგიდაზე რეალურად"

29/03/2021 08:29:22 პოლიტიკა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ "სწორი იქნება, რომ გარკვეული საკითხები განსაჯაროვდეს და საზოგადოებამ შეაფასოს, ვინ იყო მტყუან-მართალი და რა იყო მოლაპარაკების მაგიდაზე რეალურად".

"ველოდები, რომ უნდა იქნას შეთანხმება მიღწეული. თუ რომელიმე მხარე ამ ქვეყნისთვის არსებითი მნიშვნელობის საკითხებზე არ განაცხადებს მზაობას, გადადგას ნაბიჯები, იქნება ხელისუფლება, თუ ოპოზიცია, პირველ რიგში, ხელისფლება, მიმაჩნია, რომ საზოგადოებას ექნება ლეგიტიმური უფლება ვიცოდეთ ვინ იყო ეს მხარე. რაღაც ეტაპზე კარგი და სწორი იქნება, გარკვეული საკითხები მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ასევე გასაჯაროვდეს და საზოგადოებამ შეაფასოს, ვინ იყო მტყუან-მართალი და რა იყო მოლაპარაკების მაგიდაზე რეალურად. ძალიან ბევრი პოლიტიკური სპეკულაციები ხდება და მე ვფიქრობ, საზოგადოებას უნდა, მოხდეს პოლიტიკური შეთანხმება", - აცხადებს ლომჯარია.

ცნობისთვის: ამ წუთებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდება. მანამდე, დანიელსონი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. დღის მეორე ნახევარში კი შეხვედრებს გამართავს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს დაბრუნდა. დანიელსონმა გუშინ შეხვედრები გამართა საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S