“ნამახვანი ჰესის” კაშხლის მშენებლობა 9-12 თვემდე შეჩერდება"
29/03/2021 09:20:28 პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მშენებელ კომპანიასთან შეთანხმებას მიაღწიეს და “ნამახვანი ჰესის” კაშხლის სამშენებლო სამუშაოები დროებით, 9-12 თვემდე შეჩერდება.
“კომპანიასთან შეთანხმებას მივაღწიეთ რამდენიმე პუნქტზე, მათ შორის მინდა გამოვყო, რომ უშუალოდ კაშხლის სამუშაოები 9-12 თვემდე შეჩერდება. ამაზე კომპანია დავითანხმეთ. კიდევ ერთხელ გადამოწმდება ყველაფერი კარგად. მათ შორის უცხოელი და ჩვენი ექსპერტების მონაწილეობით. ასევე კიდევ ერთხელ შემოწმდება გარემოზე ზემოქმედების ეფექტი, რამდენად დამაზიანებელია თუ არ არის დამაზიანებელი. მოგეხსენებათ, რომ უშუალოდ რიონის ხეობის განვითარებისთვის ამ ეტაპზე 5 მილიონიანი ფონდი შეიქმნება. ამასთან, მოსახლეობისთვის მინდა, განვმარტო, რომ ამ კომპანიას კომპენსაციებში 30 მლნ უკვე დახარჯული აქვს", -აცხადებს ღარიბაშვილი.


