Accentnews.ge
"ახლა ჯერი ოპოზიციაზეა"

"ახლა ჯერი ოპოზიციაზეა"

29/03/2021 09:30:20 პოლიტიკა

"მზად ვართ სამართლიანი კომპრომისისთვის, ახლა ჯერი ოპოზიციაზეა, ჩვენს ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, ეს არსებობდა სააკაშვილის დროს", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

"დიალოგი გრძელდება, მინდა, დავიტოვო პოზიტიური, ოპტიმისტური მოლოდინი, რომ შეთანხმება შედგება. ჩვენი მხრიდან არ ქონია და არც ექნება რაიმე დესტრუქციას ადგილი, პირიქით, ამის მომსწრენი გავხდით ოპოზიციის მხრიდან, როცა მათ ჩაშალეს რეალურად დიალოგი და ისინი არ წამოვიდნენ კომპრომისზე. ჩვენ მზად ვართ, რომ გონივრული და სამართლიანი კომპრომისი იქნას მიღწეული, ახლა ჯერი არის ოპოზიციაზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მანამდე პრემიერმა აღნიშნა, რომ "ვადამდელი არჩევნები არ იქნება, პოლიტპატიმრები ქვეყანაში არ არსებობენ"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S