Accentnews.ge
ღარიბაშვილი – სააკაშვილზე: "შეურაცხმყოფელია ჩვენი სახელმწიფოსთვის, რომ ვიღაც, ვინც არ უნდა იყოს, აბსოლუტურად არ მაინტერესებს, მოგვიწოდებდეს, ეს კრიმინალი, რაიმე ფორმით ჩაერთოს ამ მოლაპარაკებებში"

ღარიბაშვილი – სააკაშვილზე: "შეურაცხმყოფელია ჩვენი სახელმწიფოსთვის, რომ ვიღაც, ვინც არ უნდა იყოს, აბსოლუტურად არ მაინტერესებს, მოგვიწოდებდეს, ეს კრიმინალი, რაიმე ფორმით ჩაერთოს ამ მოლაპარაკებებში"

29/03/2021 09:44:40 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რიგი ევროპარლამენტარების ინიციატივას, ევროპული მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებში ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჩართვის შესახებ, "შეურაცხმყოფელს" უწოდებს.

„ეს არის შეურაცხმყოფელი განცხადება. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, მან პოლიტიკური თანამდებობა დატოვა და პარტიის თავმჯდომარის პოსტიც. ღიად განაცხადა, რომ აღარ მონაწილეობს პოლიტიკაში. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება. რაც შეეხება სააკაშვილის შესაძლო ჩართულობას, ეს შეურაცხმყოფელია ჩვენი სახელმწიფოსთვის, რომ ვიღაც, ვინც არ უნდა იყოს, აბსოლუტურად არ მაინტერესებს, მოგვიწოდებდეს, რომ ეს კრიმინალი, არაერთ მძიმე დანაშაულში მხილებული და ბრალდებული, მისჯილი პიროვნება ფორმალურად, რაიმე ფორმით ჩაერთოს ამ მოლაპარაკებებში", – აცხადებს ღარიბაშვილი.

მისივე თქმით, სააკაშვილი უკრაინიდან "გაგდების პირასაა":

"მინდა, ყველას შევახსენო, სააკაშვილი დღეს უკრაინაში გაგდების პირასაა, ალბათ, დღეს თუ ხვალ გააგდებენ. კორუფციულ სკანდალებში გაეხვა თავისი კორუფციული გუნდის ჩართულობით, ყველა კორუფციული საქმე წამოწიეს და მისი გუნდის წევრების დევნა დაიწყეს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S