კრისტიან დანიელსონი "ქართულ ოცნების" წარმომადგენლებს ხვდება
29/03/2021 10:07:18 პოლიტიკა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა "ქართულ ოცნებასთან" შეხვედრა დაიწყო. მმართველი გუნდის მხრიდან დანიელსონს არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე ხვდებიან.
შეგახსენებთ, რომ დანიელსონი უკვე შეხვდა პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.
დღეს დანიელსონი ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს გამართავს.


