Accentnews.ge
კობახიძე– ოპოზიციაზე: "პლებისციტსაც, თვითმმართველობასთან მიბმულსაც, რეფერენდიმსაც და არჩევნები რომ ჩატარდეს, იმასაც წააგებენ. თუმცა მოცემულობაა, რომ რიგგარეშე არ იქნება"

კობახიძე– ოპოზიციაზე: "პლებისციტსაც, თვითმმართველობასთან მიბმულსაც, რეფერენდიმსაც და არჩევნები რომ ჩატარდეს, იმასაც წააგებენ. თუმცა მოცემულობაა, რომ რიგგარეშე არ იქნება"

29/03/2021 10:50:13 პოლიტიკა

"ვადამდელი არჩევნები რომ არ იქნება, ეს არის მოცემულობა. ყველა ვარიანტში, რაც არ უნდა განვიხილოთ, ეს არის მოცემულობა", – ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროპელ დიპლომატ კრისტიან დანიელსონთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"სულ რომ თეორიულად წარმოვიდგინოთ, თუნდაც იმ მოთხოვნების გათვალისწინება, რაც აქვს ოპოზიციას შესაძლო რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, იქაც ყველაფერს წააგებენ. ბუნებრივია, "პლებისციტსაც, თვითმმართველობასთან მიბმულსაც, რეფერენდიმსაც და არჩევნები რომ ჩატარდეს, იმასაც წააგებენ. თუმცა მოცემულობაა, რომ რიგგარეშე არ იქნება. ეს ულტიმატუმი არ არის, ეს არის მოცმულობა", – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ლიდერებისა და დანიელსონის შეხვედრა დღეს საღამოსაც გაიმართება.

"განვიხილეთ რამდენიმე დეტალი სავარაუდო შეთანხმების, რომელზეც მიმდინარეობს დიალოგი. დღეს კიდევ ერთი შეხვედრა გვექნება 18:00სთ–ზე. ხვალ სავარაუდოდ, საერთო ფორმატში გაგრძელდება დისკუსია".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S