კობახიძე – მოლაპარაკებებში სააკაშვილის ჩართვაზე: "ეს არის სპეკულაცია და შეურაცხყოფა"
29/03/2021 11:00:30 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის წევრის ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჩართვასთან დაკავშირებით, "სინამდვილის გამრუდებას" უწოდებს.
"ეს არის სინამდვილი გამრუდება. პირველ რიგში უნდა ითქვას ის, რომ ივანიშვილი გასულია პოლიტიკიდან. ერთ მხარეს არის სააკაშვილი, რომელმაც შექმნა დანაშაულებრივი სისტემა, რომელმაც იმსხვერპლა უამრავი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ბიზნესი, ღირსება , რომელმაც დაგვაკარგვინა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% და მეორე მხარეს არის ადამიანი, რომელმაც ეს დანაშაულებრივი სისტემა აღკვეთა და მოაშორა ეს დანაშაულებრივი სიტემა საქართველოს. როდესაც ამ ორ ადამიანს ერთი და იმავე ტონალობაში ახსენებ, რბილად რომ ვთქვათ, ეს არის სპეკულაცია და შეურაცხყოფა", – განაცხადა კობახიძემ.


