Accentnews.ge
„ქართული ოცნება“ პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს

„ქართული ოცნება“ პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს

29/03/2021 11:14:47 პოლიტიკა

პარტია "ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. როგორც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მედიატორ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ევროპელი დიპლომატის წინადადებებს გუნდთან ერთად განიხილავს.

"ჩვენ გარკვეულ საკითხებზე პოზიცია უკვე დავაფიქსირეთ, გარკვეულ საკითხებზე დღეს მოგვიანებით, მომდევნო შეხვედრისას დავაფიქსირებთ პოზიციას. გვექნება დამატებითი განხილვა, მათ შორის, პოლიტსაბჭოს ფორმატში და იქ დამატებით შევჯერდებით პოზიციებზე", - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ლიდერების განმეორებითი შეხვედრა კრისტიან დანიელსონთან დღეს 18:00 საათზეა ჩანიშნული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S