დღეს კრისტიან დანიელსონი "ქართული ოცნების" ლიდერებთან მეორე შეხვედრას მართავს
29/03/2021 13:12:49 პოლიტიკა
დღეს ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი "ქართული ოცნების" ლიდერებთან რიგით მეორე შეხვედრას მართავს.
დღეს "ქართული ოცნების" ლიდერები კრისტიან დანიელსონს დღის პირველ ნახევარშიც შეხვდნენ. მოგვიანებით კი მმართველი პარტიის ლიდერებმა პარტიის ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გამართეს.
ამ წუთებში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესს მმართველი გუნდიდან "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი ესწრებიან.
შეხვედრას ასევე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანიც ესწრებიან.
ცნობისთვის: დანიელსონი უკვე შეხვდა პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. დღესვე დანიელსონი ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს გამართავს.
.


