Accentnews.ge
"ხელი არ მოეწერება არც ერთ ისეთ ისეთ პუნქტს, რომელიც არ იქნება სახელმწიფოსა და ჩვენი გუნდის ობიექტურ ინტერესებში. შეთანხმების ალბათობა 50-50-ზეა"

"ხელი არ მოეწერება არც ერთ ისეთ ისეთ პუნქტს, რომელიც არ იქნება სახელმწიფოსა და ჩვენი გუნდის ობიექტურ ინტერესებში. შეთანხმების ალბათობა 50-50-ზეა"

29/03/2021 13:48:27 პოლიტიკა

"ხელი არ მოეწერება არც ერთ ისეთ ისეთ პუნქტს, რომელიც არ იქნება სახელმწიფოს ინტერესებში და რომელიც არ იქნება ჩვენი გუნდის ობიექტურ ინტერესებში", – ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროპელი დიპლომატთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"მინდა, დავარწმუნო საზოგადოება, რომ ხელი არ მოეწერება არც ისეთ ისეთ პუნქტს, რომელიც არ იქნება სახელმწიფოს ინტერესებში და რომელიც არ იქნება ჩვენი გუნდის ობიექტურ ინტერესებში. ყველა თემასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან კონსტრუქციული მიდგომა. ერთადერთი "წითელი ხაზი", რაც აქვს ქართულ ოცნებას არის სამართლიანობის პრინციპი", – აცხადებს კობახიძე.

რაც შეეხება შეთანხმების ალბათობას, კობახიძემ შემდეგი განაცხადა:

"რთული დიალოგია და არის, ალბათ, 50-50-ზე. მოდით, დავიტოვოთ, კარგი 50-ის იმედი".

ამასთან, მან წინა მოლაპარაკებათა პროცესში პროგრესის ვერმიღწევაში ოპოზიცია დაადანაშაულა:

"თავის დროზე ოპოზიციას ჰქონდა ძალიან ხისტი მიდგომა, არ ვიცი რისი იმედი ჰქონდათ, ჩვენი ზედმეტად რბილი პოზიციების იმედი თუ რა იყო არ ვიცი, მათ ქონდათ ჭარბად ხისტი პოზიციები და ამბიციები და ამან ჩაშალა წინა ჯერზე და ამან ჩაშალა მოლაპარაკებები. ახლა თუ იქნება განსხვავებული მიდგომა ამ შემთხვევაში შეთანხმება გახდება შესაძლებელი".

მისივე თქმით, დღეს გაიმართება "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ფორმატში მსჯელობა, რადგან, "არის ერთი ორი ნიუანსი, რომელსაც სჭირდება დაზუსტება".

"თითქმის ყველა საკითხთან დაკავშირებით ჩვენ უკვე გვაქვს მკაფიო პოზიციები. არის ერთი-ორი ნიუანსი და დეტალი, რომელსაც ჩვენი მხრიდან სჭირდება დაზუსტება. ამასაც დავაზუსტებთ და ამის შესაბამისად დავბრუნდებით დიალოგის რეჟიმში. ჩვენი მხრიდან ალბათ, ხვალ გაგრძელდება კონსულტაციები და ჩვენს პოზიციებს გავაცნობთ პარტნიორებს", – დასძინა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S