Accentnews.ge
“ვადამდელი არჩევნები ერთადერთი ოპტიმალური გამოსავალია” – პეტიცია

“ვადამდელი არჩევნები ერთადერთი ოპტიმალური გამოსავალია” – პეტიცია

29/03/2021 14:31:49 პოლიტიკა

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და ორგანიზაციების ნაწილი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით საერთო მიმართვას [პეტიციას] ავრცელებს და აცხადებს, რომ “ვადამდელი არჩევნები ერთადერთი ოპტიმალური გამოსავალია".

ერთობლივ განცხადებაში ხელმომწერები მოუწოდებენ საქართველოს პოლიტიკურ პროცესებზე პასუხისმგებელ ყველა ადგილობრივ აქტორსა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, მიიღონ მათ ხელთ არსებული ყველა გონივრული ზომა კრიზისის დროულად და მშვიდობით დამთავრების ხელშესაწყობად.

"2020 წლის არჩევნების შემდეგ საქართველო ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე ღრმა და მწვავე პოლიტიკურ კრიზისში შევიდა. გვაქვს საეჭვო ლეგიტიმურობის ერთპარტიული პარლამენტი. პოლიტიკური პოლარიზაციის ისედაც მაღალ დონეს კიდევ უფრო ამძიმებს პოლიტიკური პატიმრების არსებობა.

პოლიტიკურ კრიზისს თან ახლავს ეკონომიკის უპრეცედენტოდ ძლიერი ვარდნა, ეპიდემია და საერთაშორისო გამოწვევები ჩვენს ფეთქებადსაშიშ რეგიონში, რომლებთან გამკლავებაც ნახევრად ლეგიტიმურ მთავრობას არ ძალუძს.

ეროვნული თანხმობის გარეშე კრიზისის დაძლევა და პოლიტიკური პროცესის კონსტიტუციურ კალაპოტში შენარჩუნება შეუძლებელია. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში თანაზომადი მასშტაბისა და სიღრმის კრიზისის განმუხტვისათვის ვადამდელი არჩევნები ერთადერთი დემოკრატიული და ოპტიმალური გამოსავალია.

არჩევნების შედეგებს რომ ნდობა ჰქონდეს, საჭიროა პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება, ხელისუფლების მხრიდან ოპონენტების სამართლებრივი დევნის შეწყვეტა და თავისუფალი გარემოს უზრუნველყოფა. არჩევნების ჩასატარებლად საერთაშორისო ადმინისტრაციის მოწვევა პროცესის მიმართ ნდობას გაზრდის.

მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ პროცესებზე პასუხისმგებელ ყველა ადგილობრივ აქტორსა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, მიიღონ მათ ხელთ არსებული ყველა გონივრული ზომა კრიზისის დროულად და მშვიდობით დამთავრების ხელშესაწყობად. საქართველოს სჭირდება ღრმა კრიზისის დაძლევა და არა მისი უბრალოდ გადავადება", - ნათქვამია მიმართვაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

ამომრჩეველთა განათლების საზოგადოებათავისუფლების ინსტიტუტიმმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)სამოქალაქო განათლების საზოგადოებასტრატეგიული ანალიზის ცენტრი (GSAC)ფრანკლინის კლუბიტაბულაეკა აკობია, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორისოფიო ასათიანი, იურისტიგიგა ბედინეიშვილი, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანიგიორგი ბუტიკაშვილი, თავისუფალი უნივერსიტეტილაშა ბუღაძე, მწერალითეონა ბექიშვილი, პედაგოგი, ჟურნალ “მასწავლებლის” ბლოგერისოფო გელავა, საინფორმაციო ოპერაციების მკვლევარითორნიკე გორდაძე, პოლიტოლოგი, პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტიაჩიკო გულედანი, მუსიკოსიდავით დარჩიაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიგიორგი თარგამაძე, ჟურნალისტივატო ლეჟავა, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის რექტორიგიორგი მელაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორიბექა მინდიაშვილი, თეოლოგიგია ნოდია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორიელენე ნოდია, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტიდავით ზედელაშვილი, კონსტიტუციონალისტიირაკლი კალანდაძე, მოქალაქეზურაბ კაჭკაჭიშვილი, საქართველოს ყოფილი ელჩი ინდოეთშიბექა კობახიძე, ისტორიკოსირუსიკო კობახიძე, ფილოლოგინოდარ ლადარია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდიმიტრი ლიპარტელიანი, სამედიცინო ჟურნალისტინინო ორდენიძე, სამოქალაქო აქტივისტიდავით პაიჭაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიანა ჟვანია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტილევან რამიშვილი, თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორინათია სამუშია, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის პრორექტორილევან სუთიძე, რელიგიის მიმომხილველიგიორგი ტაბლიაშვილი, მხატვარიბათუ ქუთელია, ყოფილი ელჩი აშშ-ში, ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტიპაატა შამუგია, პოეტიგიორგი ცხადაია, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორიივანე წერეთელი, კულტურის მკვლევარი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიირაკლი ხვადაგიანი, ისტორიკოსიდავით ხიდაშელი, მხატვარიბეჟან ჯავახია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორიგია ჯაფარიძე, დიპლომატი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S