Accentnews.ge
მენაბდე: „მოლაპარაკებების წინ „ქართულმა ოცნებამ“ ფანდი შემოგვთავაზა“

მენაბდე: „მოლაპარაკებების წინ „ქართულმა ოცნებამ“ ფანდი შემოგვთავაზა“

29/03/2021 14:37:10 პოლიტიკა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის ვახუშტი მენაბდის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ცვლილებების პაკეტი ძალაუფლების კონცენტრაციის პრობლემას ვერ გადაჭრის და ეს რეალური კომპრომისი არაა.

„მოლაპარაკებების წინ „ქართულმა ოცნებამ“ ფანდი შემოგვთავაზა და სამი კანონპროექტის შესახებ განაცხადა. პირველი საარჩევნო სისტემას ეხება:

  • 1. სრულად პროპორციული, 3%, 2024 წლისთვის;
  • 2. საარჩევნო კოდექსის ცვლილებები რომელიც “მოქალაქეებთან” დადებული მემორანდუმის ბაზაზე მომზადდა;
  • 3. მოსამართლეთა დანიშვნის წესის გამჭვირვალობის და დასაბუთებულობის სტანდარტის გაზრდა.

ვერც ერთი ეს ცვლილება ვერ გადაჭრის მთავარ პრობლემას - ძალაუფლების კონცენტრაციას. ეს ძველი და გაცვეთილი სტრატეგიაა - გვაჩვენოს ფორმალური პროგრესი რეალურად კი ბერკეტები დაიტოვოს. თუ მეტის დათმობას არ აპირებს. ეს რეალური კომპრომისი არ არის. ასე არ გამოვა. ახლა შესაძლებლობების ფანჯარა გახსნილია და ხელისუფლებას ფორმალური ცვლილებებით მისი ამოქოლვის საშუალება არ უნდა მივცეთ“,– აცხადებს მენაბდე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S