გუნდიდან წასულ გახარიას განსხვავებულ პოზიციონირებას ახსენებენ
29/03/2021 14:52:39 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" წევრი ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის დროს გიორგი გახარია უმრავლესობის წევრებს არწმუნებდა, რომ ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტი უნდა მოეხსნათ.
"გახარია უმრავლესობის სხდომაზე არწმუნებდა უმრავლესობის ყველა წევრს, ვისაც შეიძლებოდა, ცოტა განსხვავებული პოზიცია ჰქონოდა, რომ ნიკა მელიას აუცილებლად უნდა მოხსნოდა იმუნიტეტი, იმიტომ, რომ სხვა მხრივ ეს არ იქნებოდა სწორი სამართლებრივად.
შემდეგ რატომ შეიცვალა პოზიცია, არ ვიცი, ეს მას უნდა ჰკითხოთ. ამას მე პირველად არ ვამბობ: როდესაც მან გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ, მე ვთქვი, რომ ძალიან მოულოდნელი იყო ეს ჩემთვის და გასაკვირი, იმიტომ, რომ 3 დღით ადრე გვარწმუნებდა, რომ იმუნიტეტის მოხსნა აუცილებელი იყო," - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ „რუსთავი 2“–ის ეთერში.


