Accentnews.ge
ენმ–ისა და "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლები დაანიელსონთან შეხვედრის შემდეგ: "ძირითადი აქცენტი იყო პოლიტპამრების საკითხზე"

ენმ–ისა და "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლები დაანიელსონთან შეხვედრის შემდეგ: "ძირითადი აქცენტი იყო პოლიტპამრების საკითხზე"

29/03/2021 16:32:04 პოლიტიკა

კრისტიან დანიელსონისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრას ევროპელი მედიატორი ენმ-ისა და "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელთან მართავდა.

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის ხათუნა სამნიძის თქმით, შეხვედრის ძირითადი აქცენტი ქვეყანაში პოლიტპატიმრების საკითხი იყო:

"ძირითადი აქცენტი გაკეთდა პატიმრების საკითხზე, რადგან პატიმრების საკითხის გადაჭრის გარეშე, რაც მთლიანად ხელისუფლების ხელშია, არ იქნება სივრცე, რომ ჩვენ კომპრომისებზე ვისაუბროთ. ორივე მხარე მზად უნდა ვიყოთ კონკრეტული კომპრომისებისათვის და ამის სივრცე გაჩნდება, როდესაც პატიმრების საკითხი იქნება გადაჭრილი. გასაგებია, რომ ხელისუფლება არ აღიარებს მათ როგორც პოლიტპატიმრებს, თუმცა საზოგადოებამ იცის, რომ ეს ადამიანები არიან პოლიტიკური დევნის ობიექტები. დღეს დგას არამხოლოდ მათი გათავისუფლების საკითხი, არამედ ფუნდამენტური ცვლილებების საკითხი, რათა ადგილი არ ჰქონდეს ისეთ კრიზისებს, რომლებიც უკან აბრუნებენ ამ ქვეყანას".

როგორც შეხვედრის შემდეგ, ენმ-ის წევრებმა შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, "დღევანდელი შეხვედრის ძირითადი საკითხი პოლიტიკური პატიმრები იყო".

“საკუთარი წინადადებები მედიატორს არ შემოუთავაზებია. ჩვენი მთავარი საკითხები, რომლებიც ჩვენ წამოვწიეთ ისევ და ისევ უპირველეს ყოვლისა იყო "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხი, გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი. ჩვენი პოზიციაა, რომ თუ ამ ორი ადამიანის გათავისუფლება არ მოხდება სრულფასოვანი მოლაპარაკებების გაგრძელება იქნება რთული. რაც შეეხება წინადადებებს შეხვედრები ხვალაც გაგრძელდება და საბოლოო ჯამში, რაღაც სურათი ალბათ გამოიკვეთება", – განაცხადა აკო მინაშვილმა.

ენმ–ის კიდევ ერთი წევრის სალომე სამადაშვილი თქმით, იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაითვალისწინოს, მკაფიო გზავნილები, რომელიც როგორც ბრიუსელიდან, ასევე ვაშინგტონიდან.

„ჩვენ საუბარი მთავარ თემაზე გვქონდა, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ესაა პოლიტპატიმრების გათავისუფლების თემა. ვფიქრობთ, რომ ყველას კარგად ესმის, მათ შორის მედიატორებს, რომ ამ პრობლემის გადაჭრის გარეშე საერთოდ არანაირი სივრცე შეთანხმების არ იარსებებს. დღეს დეტალური საუბარი გვქონდა პოლიტპატიმრების პრობლემაზე, ქვეყანაში მართლმსაჯულების გამოწვევებზე. ნიკა მელია პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული დევნის მსხვერპლი, ამიტომ გირაოს გადახდის საკითხი, თუ რატომ არ გადაიხადა მან გირაო პოლიტიკური განაცხადი იყო. სხვა შეხედულება აქვთ: არჩევნებზე, პოლიტპატიმრებზე, ქვეყანაში პოლიტიკურ დევნაზეც. მინდა გითხრათ, რომ „ქართული ოცნებისგან“ ძალიან განსხვავებული ხედვა აქვთ ევროპაშიც და აშშ-იც. იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს, „ქართულმა ოცნება“ უნდა გაითვალისწინოს, მკაფიო გზავნილები, რომელიც როგორც ბრიუსელში, ასევე ვაშინგტონში“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S