Accentnews.ge
"შეთანხმების დოკუმენტში იქნება რიგგარეშე არჩევნებისა და პოლიტპატიმრების საკითხი"

"შეთანხმების დოკუმენტში იქნება რიგგარეშე არჩევნებისა და პოლიტპატიმრების საკითხი"

29/03/2021 17:03:29 პოლიტიკა

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ შეთანხმების საბოლოო დოკუმენტში, რომელსაც მხარეებმა უნდა მოაწერონ ხელი, რიგგარეშე არჩევნებისა და პოლიტპატიმრების საკითხი იქნება.

"ყველა ის საკითხი, რაც იყო შარლ მიშელის დოკუმენტში, აუცილებლად იქნება საბოლოო დოკუმენტშიც. ნამდვილად არ ვიცი საბოლოო შინაარსი, მაგრამ ვნახოთ, დაველოდთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მედიაციის მხარე გააკეთებს დღეს განცხადებას და გვეტყვის, როგორ უყურებენ ისინი პროცესს დღეის შემდეგ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,როგორც შარლ მიშელის დოკუმენტშია, ორივე საკითხი პოლიტპატიმრებთან და რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით აუცილებლად იქნება. რა იქნება შიგნით მოხსენიებული ან როგორი მეთოდით იქნება, რა მიდგომა იქნება გამოყენებული, ეს ნამდვილად არ ვიცი. რომ ვიცოდე, სიამოვნებით გეტყოდით, მაგრამ ჯერჯერობით ეს ინფორმაცია არ მაქვს“,- განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, "დაუსრულებლად ხალხის ნერვებზე თამაში, ამ ქვეყანაში უნდა დაასრულონ".

ცნობისთვის: ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერებთან უკვე ორჯერ გამართა შეხვედრები.

იგი ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს გამართავს. ევროპელი დიპლომატი უკვე შეხვდა ენმ–ის, "რესპუბლიკური პარტიის", „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებს. ამ წუთებში კი იგი აუდიანეციას „ევროპული საქართველოსა" და "გირჩი - მეტი თავისუფლების" წარმომადგენლებთან მართავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S