ირაკლი ზარქუა: "სავარაუდოდ, ნათელაშვილს ახალი დაფინანსება აქვს მიღებული მიხეილ სააკაშვილისგან იმისათვის , რომ რუსული გეგმები გაახმოვანოს"
29/03/2021 17:36:55 პოლიტიკა
"შალიკო ეს არის რიგითი დაფინანსებული - ყველასთვის ცნობილია, რომ შალიკო და მისი ფანჩატური ფინანსდება და ხან ნატოს აგინებს, ხან რუსეთს აგინებს",- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, ნათელაშვილს სავარაუდოდ ახალი დაფინანსება აქვს მიღებული მიხეილ სააკაშვილისგან იმისათვის , რომ რუსული გეგმები გაახმოვანოს.
"ჩვენი ამოცანაა, დღეს ვისაუბროთ ვაქცინაციაზე, ეკონომიკაზე, ხალხს როგორ მოვუხსნათ დასაქმების პრობლემა და როგორ განვავითაროთ ეკონომიკა. შალიკოები და გუბაზი და ისინი, დროა წარსულს ჩავაბაროთ“,- განაცხადა ზარქუამ.


