Accentnews.ge
სენატორი შაჰინი: "პრეზიდენტი და ადმინისტრაცია ძალზედ შეშფოთებულია საქართველოს ვითარებით"

სენატორი შაჰინი: "პრეზიდენტი და ადმინისტრაცია ძალზედ შეშფოთებულია საქართველოს ვითარებით"

30/03/2021 06:28:45 პოლიტიკა

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯინ შაჰინი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ჯო ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია შეშფოთებულები არიან საქართველოში შექმნილი ვითარებით.

"პრეზიდენტი და ადმინისტრაცია ძალზედ შეშფოთებულია საქართველოში არსებული ვითარებით. მქონდა შანსი, მელაპარაკა ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან და სახელმწიფო მდივანთან. საქართველო რჩება ქვეყანად, რომელსაც ახლოს ვაკვირდებით და გვინდა ვიხილოთ, რომ ქვეყანა წინ მიიწევს დემოკრატიზაციის და ინსტიტუტების რეფორმის კუთხით. ჩვენ როგორც დემოკრატია ვხვდებით, რომ ამას დრო სჭირდება. თუმცა, ახლა გვსურს ვიხილოთ, რომ მხარეები დაუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას და ამ ჩიხიდან გამოსავალი იპოვონ, რადგან ეს ყველას და პირველ რიგში ქართველი ხალხის ინტერესშია". - ამბობს ჯინ შაჰინი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S