Accentnews.ge
ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა 16:00 საათზე გაიმართება

ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა 16:00 საათზე გაიმართება

30/03/2021 09:09:45 პოლიტიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ოპოზიციის და ხელისუფლების შეხვედრა 16:00 საათზე გაიმართება.

საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მოგვარების მიზნით კრისტიან დანიელსონი მოლაპარაკებებს მეორედ უწევს მედიაციას.

29 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ დენიელსონმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მაგიდაზე თავის წინადადებებს 30 მარტს დადებს.

დანიელსონი საქართველოში უკვე მეორედ ჩამოვიდა. მისი თავდაპირველი ვიზიტი 12-დან 19 მარტამდე გრძელდებოდა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა.

ევროპულ საბჭოში საქართველოში ჩატარებული მისიის შესახებ ანგარიშის მოსმენის შემდეგ შარლ მიშელმა განაცხადა, რომ "მიღწეული პროგრესის" მიუხედავად, მისი წარმომადგენელი საქართველოში კვლავ დაბრუნდებოდა.

ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკებების შესახებ აცხადებენ, რომ მათი მხრიდან კომპრომისი ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, სახელისუფლებო გუნდის პოზიციაა, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არსებობენ და რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S