Accentnews.ge
ხუხაშვილი: „სჯობს,ოპოზიცია  პარლამენტში შესვლას დასთანხმდეს“

ხუხაშვილი: „სჯობს,ოპოზიცია  პარლამენტში შესვლას დასთანხმდეს“

30/03/2021 10:41:40 პოლიტიკა

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ არსებული პოლიტიკური მოცემულობით, თუ რიგგარეშე არჩევნების თემა ხელისუფლებისთვის არანაირი დათქმებით არ იქნება მისაღები, უმჯობესია, ოპოზიცია პარლამენტში შესვლას დათანხმდეს და პარლამენტიდან გააგრძელებს რიგგარეშე არჩევნებისთვის ბრძოლას:

„ამ შემთხვევაში, სჯობს, ოპოზიციამ არ მოაწეროს ხელი არც მართლმსაჯულების თემებზე, არც არაფერზე, უთხრას „არ გენდობი, ამიტომ, მე შევდივარ პარლამენტში უპირობოდ, არ ვაღიარებ არჩევნების შედეგებს, მაგრამ ვაღიარებ დე ფაქტო სიტუაციას, ვითვალისწინებ ჩვენი დასავლელი მეგობრების თხოვნას, შევდივარ პარლამენტში და პარლამენტში ვაგრძელებ ბრძოლას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნისთვის, მართლმსაჯულების რეფორმისთვის და ასე შემდეგ“. ის კი არა, რომ მე დღეს შენ ხელი მოგიწერო და ამით ლეგიტიმაცია მოგცე როდესაც ტოტალური უნდობლობაა, არაფერზე ხელს არ გიწერ, არაფერს არ ვიღებ შენგან, უბრალოდ ვცვლი ჩემი პროტესტის და ჩემი შეხედულებების გატარების ფორმას არა კარვებით და ქუჩით, არამედ პარლამენტში“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა. გადაცემაში "დილის საუბრები".

ამასთან, ხუხაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ელიტის კრიზისია და არ აქვს მოლოდინი, რომ ოპოზიცია პარლამენტში შესვლას დათანხმდება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი 30 მარტს, თბილისში წარმოადგენს დოკუმენტს, რომლის ხელმოწერასაც კრიზისის დასაძლევად სთავაზობენ საქართველოში დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებს. მხარეებს შორის შეხვედრა 16:00 საათისთვის არიან ჩანიშნული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S