Accentnews.ge
კახიშვილი – ჟურნალისტებზე: “ყველაფერს სჭირდება რეგულაცია“

კახიშვილი – ჟურნალისტებზე: “ყველაფერს სჭირდება რეგულაცია“

30/03/2021 10:14:40 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ დეპუტატი კახი კახიშვილი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში, პოლიტიკოსებს ჟურნალისტებისთვის პასუხის გაცემის ქმედითი მექანიზმი ფაქტობრივად, არ აქვთ და ფიქრობს, რომ ყველაფერს სჭირდება რეგულაცია.

ამასთან, როგორც კახიშვილი აღნიშნავს, რამდენიმე ტელევიზიის ეთერში გავიდა სიუჟეტები, რომლებიც "ყოველგვარ ზღვარს სცდება".

"ყველაფერს სჭირდება რეგულაცია. ჩვენ ბოლო პერიოდში ისეთ მდგომარეობაში ვართ, როდესაც, ფაქტობრივად, პასუხის გაცემის ქმედითი მექანიზმები არ არის. რამდენიმე ტელევიზიაში გავიდა რაღაც ტიპის სიუჟეტები, რომლებიც აბსოლუტურად კავშირში არ არის, 1%-ითაც… უკვე ზღვარს გადაცილებულია ასეთი მოქმედებები", - აცხადებს დეპუტატი.

მისი თქმით, დღეს საქართველოს კანონდებლობით, არ არის განსაზღვრული, ვინ არის ჟურნალისტი.

"დღეს საქართველოს კანონდებლობით, არ არის განსაზღვრული, ვინ არის ჟურნალისტი. ტერმინი "ჟურნალისტი" და გრადაცია, ვინ არის ჟურნალისტი არ არის. ჟურნალისტი არის ის ადამიანი, ვინც მედიაში მუშაობს, ელექტრონულ სივრცეში მუშაობს თუ ადამიანი, რომელიც იტყვის რომ ჟურნალისტი ვარ და 3 სტატუსს დაწერს", - ამბობს კახიშვილი.

კახიშვილს, ჟურნალისტებზე საუბრისას, მაგალითად მოჰყავს იურისტისა და მასწავლებლის პროფესიები, რომელთაც სჭირდებათ უმაღლესი სასწავლებლებისა და გამოცდების ჩაბარება, რათა გახდნენ სამართალმცოდნეები და პედაგობები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S