Accentnews.ge
ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა ერთი საათით გადაიდო

ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა ერთი საათით გადაიდო

30/03/2021 12:14:32 პოლიტიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით დაგეგმილი ერთობლივი შეხვედრა ერთი საათით გადაიდო. ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების ერთობლივი მოლაპარაკებები 17 საათზე დაიწყება.

გუშინ, 29 მარტს, ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ დენიელსონმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მაგიდაზე თავის წინადადებებს 30 მარტს დადებს.

"არ მაქვს საფუძველი, რომ ან ოპტიმიზმით შევდიოდე [შეხვედრაზე] და არც იმის საფუძველი, რომ ვთქვა, რომ არაფერი გამოვა. უფრო სკეპტიკურად ვარ განწყობილი, მაგრამ რა ვიცი, განსხვავებული დღეა იმით, რომ მედიატორი პირველად დადებს საკუთარ წინადადებებს. ან დავთანხმდებით ან არა, გააჩნია რა იქნება. ან ასე იქნება, ან ისე. ვნახოთ რა პუნქტები დაიდება. თუ იქ იქნება პოლიტპატიომრები, არჩევნებამდე მისასვლელი გზა, ბარიერის დაწევა.

მგონია, რომ ამას ოპოზიცია ხელს მოაწერს. წითელი ხაზები რომ არ არსებობდეს, მოლაპარაკება არ იქნებოდა. მაგის გარეშე არაფერზე საუბარი არ იქნება. ხელახალ არჩევნებამდე მისვლა და პოლიტპატიმრების საკითხი... თუ ბარიერზე არ იქნება საუბარი, ვიფიქრებ, ხელი მოვაწერო თუ არა". - თქვა ჯაფარიძემ შეხვედრის დაწყებამდე.

მისივე თქმით, ოპოზიცია, ისევე, როგორც ყველაფერი სხვა საქართველოში, გაუგებრობაშია, რაც ბევრი მიმართულებით ქმნის პრობლემას.

"სიტუაციის მთელი ტრაგიკულობა სწორედ ის არის, რომ ჩვენ ვართ სრულ გაუგებრობაში. ერთადერთი, რისი პროგნოზებიც შეიძლება, ის არის, რომ ჩვენ დავრჩებით გაურკვევლობაში და ამას მოჰყვება ბევრი ცუდი რამე. დანარჩენი, ვერავინ ვერაფერს თვლის ამ ქვეყანაში". - თქვა ჯაფარიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S