მედია: მოლაპარაკების მაგიდასთან რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი აღარაა
30/03/2021 16:06:10 პოლიტიკა
ევროპული საბჭოს წარმომადგენლის მედიაციით სახელისუფლებო გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა სამი საათია, გრძელდება.
შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციის წარმომადგენლებმა არ იცოდნენ, რა საკითხებს დადებდა მედიატორი მოლაპარაკების მაგიდაზე, თუმცა „ფორმულა“ იუწყება, რომ გაარკვია საკითხები, რის ირგვლივაც მხარეები მსჯელობენ. კერძოდ, ტელეკომპანიის ცნობით, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საუბარი აღარაა, თუმცა მხარეები შეთანხმდებიან, რომ „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა საპატიმროს ნოემბრის ბოლოს დატოვებს, რაც შეეხება ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიას, გირაოს თანხას ევროკავშირი გადაიხდის.


