Accentnews.ge
8–საათიანი მოლაპარაკება დასრულდა: დანიელსონის მეორე მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა

8–საათიანი მოლაპარაკება დასრულდა: დანიელსონის მეორე მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა

30/03/2021 20:15:25 პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში სახელისუფლებო გუნდისა და ოპოზიცის წარმომადგენლების რიგით მეორე შეხვედრაც შეთანხმების გარეშე დასრულდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა განაცხადა, პარტიებმა მისი შეთავაზებები არ მიიღეს და მეორე მისია დასრულდა.

"არსებობს ამ კრიზისის გადაწყვეტა: ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს ძალიან მნიშვნელოვან საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმებს; ძალაუფლების გადანაწილებას, განსაკუთრებით, პარლამენტში, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას საქართველოს მომავალზე. ასევე, გადაწყვეტილება, რომელიც დაასრულებდა დებატებს პოლიტიზირებულ სასამართლო საქმეებზე და არჩევნებზე. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მოითხოვს პოლიტიკურ გამბედაობას და პასუხისმგებლობას. მე წარმოვადგინე ასეთი წინადადება, რომელი საჯარო დოკუმენტი იქნება. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ყველა სხვა საკითხზე მაღლა აყენებს. სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო“,– განაცხადა დენიელსონმა.

განახლება

რას სთავაზობდა დანიელსონი მხარეებს – დოკუმენტი

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S