Accentnews.ge
მინაშვილის თქმით, მელიას გირაოს თაობაზე რადიკალური პოზიცია აქვს

მინაშვილის თქმით, მელიას გირაოს თაობაზე რადიკალური პოზიცია აქვს

30/03/2021 21:49:58 პოლიტიკა

ენმ–ის წევრ აკაკი მინაშვილის განცხადებით, მას დღის განმავლობაი პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია საპყრობილედან დაუკავშირდა და დააფიქსირა პოზიცია, რომ გირაოს გადახდა არ უნდა მოხდეს. ამის შესახებ მინაშვილმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. რვასაათიანი მოლაპარაკება ამ ჯერზეც შეთანხმების გარეშე დასრულდა.

„ნიკა მელია საპყრობილედან დამიკავშირდა დღის განმავლობაში. მას აქვს ძალიან კატეგორიული პოზიცია, რომ არ აპირებს გირაოს გადახდას და აქვე მინდა დავაფიქსირო, რომ ის რიტორიკა, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს, რომ ნიკა მელიას ამ წუთში შეუძლია გირაოს გადახდა, ეს გირაო ბუნებაში აღარ არსებობს: მას საპატიმრო გადაწყვეტილება გამოუტანეს... ნიკა მელია გირაოს გადახდას არ აპირებს, ამიტომ მისი გამოშვების თემაც შემდგომში აღარ დაიძრა, რადგან ჩვენ ვერ ვნახეთ შეთანხმება გიორგი რურუაზე და ვადამდელ არჩევებზე. ის არ არის გამოშვებაზე თანახმა, რომდესაც არ ხდებოდა რურუას გამოშვებასა და ვადამდელ არჩევნებზე საუბარი. ვიმეორებ, მას აქვს რადიკალური პოზიცია, რომ გირაოს გადახდა არ უნდა მოხდეს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S