Accentnews.ge
„ჩვენს მეგობრებს, მათ შორის, დღევანდელი მოლაპარაკებების პროცესშიც მცდარი პოზიცია უჭირავთ“

„ჩვენს მეგობრებს, მათ შორის, დღევანდელი მოლაპარაკებების პროცესშიც მცდარი პოზიცია უჭირავთ“

30/03/2021 21:58:38 პოლიტიკა

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის აზრით, ქვეყნის პარტნიორებს „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში არასწორი პოზიცია უჭირათ და ეს მიდგომა შესაცვლელია, რადგან „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ ძალის ენა ესმის.

„ჩვენს მეგობრებს დღემდე, მათ შორის, დღევანდელი მოლაპარაკებების პროცესშიც უჭირავთ, ჩემი აზრით, მცდარი პოზიცია, როდესაც პასუხსიმგებლობას ორივე მხარეს აკისრებენ და ორივეს მოუწოდებენ კომპრომისისკენ. მე არ მესმის, რას ნიშნავს კომპრომისი, როდესაც სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, ან არჩევნების ჩატარებაზეა საუბარი, რომ არჩევნები უდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი. სასამართლო ან თავისუფალია, ან ბიძინასი [ივანიშვილის – რედ], აქ კომპრომისი სად გადის, არ მესმის. ისევე როგორც არ მესმის, სადაა ჩემი პასუხისმგებლობა, როდესაც რვა წელია, ერთი ძალაა ხელისუფლებაში და რომ პრობლემები არსებობს, ეს შარლ მიშელის [ევროპული საბჭოს პრეზიდენტი – რედ] დოკუმენტის ხუთივე პუნქტში წერია: სასამართლო პოლიტიზირებულია, არაა დამოულიდებელი, რომ პოლიტიკური პატიმრები გვყავს – მე ამაზე პასუხისმგებელი რანაირად ვარ? სანამ ჩვენი მეგობრების ენა იქნება ასეთი – დიპლომატიური ენა, მოზომილი გზავნილები, „ქართული ცნება“ არაფერს დათმობს. ამაზე საჯაროდ ვლაპარაკობდი და ეს დღესაც დადასტურდა“,– განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ამასთან, ჯაფარიძის აზრით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგელის მიერ მხარეებისთვის დღეს შეთავაზებულ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნების საკითხზე საუბარი იმიტომ არ არის, რომ ისინი „ოცნებას უთმობენ“:

„ამიტომ ვამბობ, რომ სანამ ასეთი მოზომილი პოზიციით არიან, ივანიშვილი არაფერს დათმობს. მას მხოლოდ ძალის ენა ესმის. ამას მხოლოდ თქვენთან კი არ ვამბობ, ჩვენს მეგობრებს პირში ვეუბნები“.

ჯაფარიძის აზრით, საქართველოს საკითხებისადმი ყურადღება კვლავ გამახვილდება:

„დიდი ლუპის ქვეშ ვართ ჩენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. მათ დიდი დრო, ენერგია, ფული აქვთ ჩადებული ამ ქვეყანაში, რომ აშედეს დემოკრატია და გვხატავდნენ, რომ რეგიონში გამორჩეულები ვართ, როგორც დემოკრატიის მშენებელი ქვეყანა და ახლა უცებ აღმოჩნდა, რომ დემოკრატიის მშენებელ ქვეყანაში სასამართლო კი არა, არც ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი არ არსებობს , ყველაფერი ერთი კაცის ხელშია და ეს ესმის ყველას. შესაბაისად, მათი მხრდან ყურადება გაგრძელდება. უბრალოდ, პრინციპულადაა შესაცვლელი მიდგომა – მათ ღიად უნდა უთხრან „ქართულ ოცნებას“, რომ ჩვენთან, დასავლეთში ასეა სასამართლო, ასე ტარდება არჩევნები და ასეთი კრიზისის დროს ხელახალი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია. აქამდე მივალთ“.

კითხვაზე, რატომ არ აფიქსირებენ პარტნიორები მსგავს პოზიციას, ჯაფარიძე პასუხობს:

„მათ ჩადებული აქვთ ინესტიცია და ახლა ამ ყველაფერს ხაზი უნდა გადაუსვან და თქვან, რომ „სიტუაცია ხელდან გაგვექცა, აგერ, ერთი კაცის ხელშია ყველაფერი“ – ჩემი აზრით, ამას უფრთხილდებიან“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S