"კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებული დოკუმენტი სამომავლო პროგრესისთვის კარგ საფუძვლად რჩება"
31/03/2021 05:00:37 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდნენტის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებული დოკუმენტი კარგი საფუძველია სამომავლო პროგრესისთვის.
"ევროკავშირის შუამავლობით მოლაპარაკებებმა საქართველოში ჯერ ვერ მიაღწია სასურველ შედეგს. ქრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი კარგი საფუძველია სამომავლო პროგრესისთვის", - წერს ზურაბიშვილი "ტვიტერში" პირად გვერდზე.
ცნობისთვის: საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში სახელისუფლებო გუნდისა და ოპოზიცის წარმომადგენლების რიგით მეორე შეხვედრაც შეთანხმების გარეშე დასრულდა.
რას სთავაზობდა დანიელსონი მხარეებს – დოკუმენტის სრული ვერსია


