"საქართველოში პირველი რეფერენდუმის ჩატარებიდან 30 წელი გავიდა, ეს დღე, როგორც უმნიშვნელოვანესი თარიღი, ქვეყნის ისტორიაში შევიდა"
31/03/2021 07:17:17 პოლიტიკა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოში პირველი რეფერენდუმის ჩატარებიდან 30 წელი გავიდა, ეს დღე, როგორც უმნიშვნელოვანესი თარიღი, ქვეყნის ისტორიაში შევიდა.
„სწორედ ამ რეფერენდუმმა აღადგინა საქართველოსთვის წართმეული დამოუკიდებლობა.
რეფერენდუმის იდეა, ინიციატივა და ორგანიზება ეკუთვნოდა საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას, რომელსაც დღეს 82 წელი შეუსრულდებოდა“, - წერს "ფეისბუქში" მამუკა მდინარაძე.


