"ოპოზიციამ დააყენა ორი ულტიმატუმი, ჩვენ არც ერთი არ დაგვიყენებია"
31/03/2021 08:20:59 პოლიტიკა
"ოპოზიციამ დააყენა ორი ულტიმატუმი, ჩვენ არც ერთი არ დაგვიყენებია", – ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
"ჩვენ არ გვქონდა დაყენებული არც ერთი ულტიმატუმი იმ დიპლომატების წინაშე, რომლებიც წარმართავდნენ ამ დიალოგს. რაც შეეხება ოპოზიციას, მათ ჰქონდათ ორი ულტიმატუმი – ერთი უკავშირდებოდა არჩევნებს, პლებისციტს, მეორე – რურუას თემას. ოპოზიციას ჰკითხა დანიელსონმა მოსაზრებები დოკუმენტთან დაკავშირებით და როდესაც ოპოზიციამ დააყენა 2 ულტიმატუმი ამ თემებთან დაკავშირებით, ამის შედეგ განაცხადა დანიელსონმა, რომ გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა. ოპოზიციამ ჩაკეტა დიალოგი და თავისი არაკოსნსტრუქციული მიდგომით და ულტიმატუმებით მოსპო ყოველგვარი რესურსი, შემდგარიყო შეთანხმება", – აცხადებს კობახიძე.
მისივე თქმით, მმართველ პარტიას "პრინციპული თანხმობა ჰქონდა ამ დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით":
"ჩვენ გვქონდა ოთხ ნიუანსთან დაკავშირებით მოსაზრებები, თუმცა აღვნიშნეთ, რომ მზად ვიყავით არგუმენტებით გაგვეგრძელებინა მსჯელობა, მაგრამ ულტიმატუმი არც ერთ პუნქტთან დაკავშირებით არ იყო დაყენებული. ამ ოთხ პუნქტზე გვინდოდა დამატებით მსჯელობის გაგრძელება. ჩვენ გამოვთქვით პრიუნციპული თანხმობა, დოკუმენტის ხელმოწერასთან დაკავშირებით".
ცნობისთვის: საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში სახელისუფლებო გუნდისა და ოპოზიცის წარმომადგენლების რიგით მეორე შეხვედრაც შეთანხმების გარეშე დასრულდა.
რას სთავაზობდა დანიელსონი მხარეებს – დოკუმენტის სრული ვერსია


