Accentnews.ge
"ხელოვნური კრიზისიც კრიზისია და მას სჭირდება მოგვარება, ჩვენ მცდელობას არ დავაკლებთ"

"ხელოვნური კრიზისიც კრიზისია და მას სჭირდება მოგვარება, ჩვენ მცდელობას არ დავაკლებთ"

31/03/2021 08:52:05 პოლიტიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ხელოვნური კრიზისიც კრიზისია და მას მოგვარება სჭირდება".

კობახიძის თქმით, "კრიზისის გადასაჭრელად მცდელობას არ დააკლებენ".

„ხელოვნური კრიზისიც კრიზისია და ამას სჭირდება მოგვარება, ბუნებრივია, ამისთვის ჩვენ ცდას არ დავაკლებთ. ჩვენ გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე გვექნება ჩვენი მცდელობები კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებთან. შეიძლება, იყოს ინდივიდუალურ რეჟიმში, შეიძლება – კოლექტიურ რეჟიმში, ვნახოთ, ჩვენ გვექნება მცდელობა და კონსტრუქციული მიდგომა ყველა თემასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა კობახიძემ.

ცნობისთვის: საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში სახელისუფლებო გუნდისა და ოპოზიცის წარმომადგენლების რიგით მეორე შეხვედრაც შეთანხმების გარეშე დასრულდა.

რას სთავაზობდა დანიელსონი მხარეებს – დოკუმენტის სრული ვერსია

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S