Accentnews.ge
ბრიტანეთის საელჩო - შეთანხმების ჩაშლაზე: "ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა. ეს გააჭიანურებს ევროინტეგრაციის პროცესს"

ბრიტანეთის საელჩო - შეთანხმების ჩაშლაზე: "ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა. ეს გააჭიანურებს ევროინტეგრაციის პროცესს"

31/03/2021 09:12:34 პოლიტიკა

საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების ვერმიღწევის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

საელჩო განცხადებაში აღნიშნავს, რომ ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა და გააჭიანურებს საქართველოს პროგრესსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს.

"ძალიან ვწუხვართ, რომ ევროკავშირის მედიაციით გამართულ მოლაპარაკებებზე საქართველოს მთავრობას და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა. ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა და გააჭიანურებს საქართველოს პროგრესს და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს. მნიშვნელოვანია მეტი პროგრესი სასამართლო და საარჩევნო რეფორმების კუთხით და მოვუწოდებთ ყველა მხარეს გააგრძელონ მოლაპარაკებები მანამ სანამ არ შედგება შეთანხმება ყველა საკითხზე", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის: საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში სახელისუფლებო გუნდისა და ოპოზიცის წარმომადგენლების რიგით მეორე შეხვედრაც შეთანხმების გარეშე დასრულდა.

რას სთავაზობდა დანიელსონი მხარეებს – დოკუმენტის სრული ვერსია

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S