Accentnews.ge
"ოპოზიციიდან ვიღაცამ მაინც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და თქვას, რომ არ შეიძლება საბოტაჟი. თუ ეს ვერ შეძლეს, ეს ხელოვნურად შექმნილი კრიზისი სულ იქნება"

"ოპოზიციიდან ვიღაცამ მაინც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და თქვას, რომ არ შეიძლება საბოტაჟი. თუ ეს ვერ შეძლეს, ეს ხელოვნურად შექმნილი კრიზისი სულ იქნება"

31/03/2021 11:07:10 პოლიტიკა

"ოპოზიციიდან ვიღაცამ მაინც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და თქვას, რომ არ შეიძლება საბოტაჟი. თუ ეს ვერ შეძლეს, ეს ხელოვნურად შექმნილი კრიზისი სულ იქნება", - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია შოკში ჩააგდო იმ ფაქტმა, რომ ევროკავშირის მიერ წარდგენილ დოკუმენტში ის საკითხები, რომლებსაც ისინი ულტიმატუმებად აყენებდნენ, არ არსებობდა.

„მართალია, რომ შეთანხმებას არც ერთი მხრიდან ხელმოწერა არ ახლავს იმიტომ, რომ იქ იყო ნიუანსები, რომლებიც ალბათ ძალიან მარტივად გასწორდებოდა 3-4 საკითხთან დაკავშირებით 20-ზე მეტი საკითხიდან, რაზეც ბუნებრივია საუბარიც კი აღარ შედგა, რადგან პირველხარისხოვნად კი არა, ულტიმატუმებად აყენებდნენ საკითხებს, რომელთა არარსებობამ შოკში ჩააგდო ოპოზიცია. მაგალითად ის, რომ ვადამდე არჩევნებზე სიტყვა არ იყო ჩაწერილი, რაც ბუნებრივი პოზიცია იყო ევროკავშირის და მათი წარმომადგენლების და ამასთან დაკავშირებით მათ ულტიმატუმი კვლავ დააყენეს, ანუ დეტალებზე საუბარი საერთოდ ვერ შედგა. ეს არის მთელი შინაარსი ამის, რომ რეალურად შეთანხმებას მხარე, რომელიც იყო კომპრომისული, ანუ “ქართული ოცნება”, რომელიც პრაქტიკულად ყველაფერზე თანხმდებოდა, რაც ევროკავშირის მხრიდან იყო წამოსული, ამის მიუხედავად აქამდე თემა საერთოდ არ მივიდა. როდესაც არის მძიმე ეკონომიკური კრიზისი, რომელიც გამოიწვია პანდემიამ, ამ კრიზისს კიდევ უფრო ზრდის ხელოვნურად შექმნილი კრიზისი, ამ დროს ვიღაცამ მაინც ოპოზიციიდან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ თქვას როგორც მინიმუმ, რომ არ შეიძლება საბოტაჟი, არ შეიძლება ქვეყნის და საზოგადოებრივი ინტერესების საბოტაჟით ვიყოთ დაკავებულები ამ ქვეყანაში და ეს თუ ვერ შეძლეს ეს კრიზისი იქნება ხელოვნური სულ და არ წაადგება, რეალურ კრიზისს, რომელიც არის პანდემიით გამოწვეული”, - განაცხადა მდინარაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S