Accentnews.ge
"არ ვიცი, ოპოზიციას ეშინია თუ ასეთი თავხედური დღის წესრიგი აქვს, რომ კრიმინალურ ავტორიტეტზე ამბობენ პოლიტპატიმარიაო"

"არ ვიცი, ოპოზიციას ეშინია თუ ასეთი თავხედური დღის წესრიგი აქვს, რომ კრიმინალურ ავტორიტეტზე ამბობენ პოლიტპატიმარიაო"

31/03/2021 11:17:15 პოლიტიკა

"არ ვიცი, ოპოზიციას ეშინია თუ ასეთი თავხედური დღის წესრიგი აქვს, რომ კრიმინალურ ავტორიტეტზე ამბობენ, რომ ის პოლიტპატიმარია",- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

"ქვეყანაში გვყავს კრიმინალური ავტორიტეტი გიორგი რურუა, რომელიც ამჟამად ციხეში ზის და ამ კრიმინალურ ავტორიტეტს 2500 ლარად პოლიტპატიმარს უწოდებენ. მოცემულობაა, რომ ამ ადამიანმა ეს თანხა ფორმალურად ჩარიცხა „ნაციონალური მოძრაობის" ტელეარხზე იმისათვის, რომ პოლიტიკასთან თითქოს თავისი კონტაქტი დაეფიქსირებინა. მას ამ 2500 ლარად პოლიტპატიმარს უწოდებენ. პირადად ამ ადამიანის შიშით თუ ერთმანეთს ვერ უმხელენ, არ ვიცი, მაგრამ პოლიტპატიმარს უწოდებენ გიორგი რურუას, რომელიც კრიმინალური ავტორიტეტია და მისი პოლიტიკასთან კავშირი არ არსებობს",- განაცხადა მდინარაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S